empty

15 მარტი


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

2018 წლის 15 მარტი, 14:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8,
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/165; 25.01.2018) (წამყვანი) III მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/127/9; 22.02.2018) (სავალდებულო);
მომხსენებელი: ზ. გაბუნია, მ. ქვარაია. გ. გულორდავა;

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლიოლების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლიოლების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/125; 22.02.2018) (სავალდებულო);
მომხსენებლები: კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი;

4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/130; 01.03.2018) (სავალდებულო);
მომხსენებლები: დიმიტრი ხუნდაძე, აკაკი ზოიძე.