empty

18 ივნისი


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

2019 წლის 18 ივნისი, 14:00 საათი,
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8,
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/352, 24.05.2019);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე;
მომხსენებელი: გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი;

2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/356, 31.05.2019);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/324, 27.03. 2019) (III მოსმენა) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და პირველი მოადგილე ირაკლი თუთარაშვილი;

4. საქართველოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/329, 4.04. 2019) (III მოსმენა) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი;

5. საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/340; 8.05.2019) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი;

6. საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, კახაბერ კუჭავას და მიხეილ ყაველაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/332, 24.04.2019) (I მოსმენა) (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი კახაბერ კუჭავა;

7. საქართველოს პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/334, 1.05.2019) (სავალდებულო);
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი;

8. საქართველოს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/335, 1.05.2019) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია;

9. საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავას და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/338, 8.05.2019) (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა გაბუნია;

10. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსლის შესახებ“ (07-2/350, 22.05.2019) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი;

11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/353, 28.05.2019) (სავალდებულო);
მომხსენებლები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე;

12. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/355, 29.05.2019) (სავალდებულო);
მომხსენებლები: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნათია მეზვრიშვილი და ლევან კაკავა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ბექა დოჭვირი.