empty

19 თებერვალი


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

2018 წლის 19 თებერვალი, 16:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8,
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/162; 29.12.2017) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/154; 07.12.2017) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/161; 29.12.2017) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე;

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/165; 25.01.2018) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე;

5. საქართველოს პარლამენტის წევრების: ე. ბესელიას, ი. ფრუიძისა და დ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/112; 14.12.2017) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი;

6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი კონვენცია „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ (07-2/155; 12.12.2017) (წამყვანი);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი;

7. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ (07-2/159; 22.12.2017) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა;

8. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ ცვლილება (07-2/160; 22.12.2017) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა;

9. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ (07-2/164; 16.01.2018) (წამყვანი);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე;

10. ინფორმაცია საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2017 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდში საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
მომხსენებელი: საბიუჯეტო ოფისის უფროსი თათია ხეთაგური;

11. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე „ინკლუზიური სწავლება“;
მომხსენებელი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა კვიჟინაძე.