empty

3 თებერვალი


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

2020 წლის 3 თებერვალი, 12:00 საათი
თბილისი, რუსთაველის გამზ. 8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ენერგოეფექტურობის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/425; 27.11.2019) (სავალდებულო);
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი ზაზა ჩიხრაძე;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/407; 28.10.2019) (სავალდებულო);
მომხსენებლები: დავით გაბაიძე, ნინო ჩხეტია, გიორგი რომანაძე - აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები; 

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/411; 07.11.2019) (წამყვანი) (III მოსმენა);
მომხსენებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირინე აბულაძე;

4. საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/411; 30.10.2019) (სავალდებულო);
მომხსენებელი: დიმიტრი ხუნდაძე;

5. საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ“ (07-3/401; 02.10.2019) (სავალდებულო);
მომხსენებელი: ირაკლი სესიაშვილი; 

6. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე (07-2/435; 13.01.2020) (სავალდებულო);
მომხსენებელი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; 

7. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე - „სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და სსიპ - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მომსახურეთა მომზადების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტი“ (39/36; 23.07.2019);
მომხსენებელი: ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა კვიჟინაძე; 

8. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის თემატური მომხსენებლების განსაზღვრა; 

9. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.