ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

12 ივნისი 2019
ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა.

კოვზანაძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ბელარუსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, უცხოელ დიპლომატთან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრაზე განიხილეს პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის, ტურიზმისა და ეკონომიკაში მიმდინარე სხვა აქტუალური საკითხები; გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველო- ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესს.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ბელარუსი დიპლომატის ინიციატივით გაიმართა