ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

12 ნოემბერი 2019
ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში  პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, მთავრობის მხრიდან  „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისთვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები და თანდართული მასალა იყო წარდგენილი. 

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საკომიტეტო მოსმენებზე არაერთი წინადადება და შენიშვნა გამოითქვა, რომლებიც დაკავშირებული იყო ძირითადად დამატებითი რესურსების მობილიზებასთან ბიუჯეტში.

„სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან,  ვაკვირდებით მიმდინარე წლის პარამეტრებს, თუ რა გავლენა ექნებათ მათ როგორც მიმდინარე წლის, ასევე მომდევნო წლის საგადასახადო შემოსავლების ნაწილზე, ამიტომ ჩვენ სანამ ათი თვის შემოსავლების ანალიზს არ დავასრულებთ, იმის თქმა ძნელი იქნებოდა რამდენად შესაძლებელია წარმოდგენილი ბიუჯეტის არსებითი კორექტირება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ ეტაპზე 2020 წლის ბიუჯეტის მონაცემები ისევ ისე დაეტოვებინათ, როგორც ეს წარმოდგენილი იყო პარლამენტში პირველი განხილვის დროს.

ბიუჯეტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი კი პარლამენტში ნოემბრის ბოლოს შემოვა.

წარმოდგენილი ვარიანტით არ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები: კერძოდ: დაგეგმილია მშპ-ს 5%-იანი ზრდა,  ასევე ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია  3%-იანი  ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6% დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40  მილიონი  ლარის შემოსულობები. მომავალ წელს 14 მილიარდ 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება,  თითქმის 900  მილიონი ლარით მეტი ვიდრე  2019 წელს. გაიზრდება   პენსიები, დაგეგმილია ხელფასების მატება  მასწავლებლებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთათვის, პოლიციელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატთა მიერ გამოთქმულ შენიშვნებზეც გააკეთა განმარტებები. ასევე უპასუხა კომიტეტის წევრთა კითხვებს.

განხილვის დასასრულს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში  პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება.

 „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში  პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.  

კომიტეტმა დღესვე რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელა. 

მოქალაქეების: ლეილა წიქორიძის, ნინო მაჭარაშვილის, ინგა ქარაიას, ნინო ნიჟარაძის, ზაირა ბერელიძის, თამარ შანიძის, კახაბერ გველესიანის, ქეთევან კორძახიას, რუსან ქიქავას, გიორგი კალანდიას, ქეთევან კინწურაშვილის, თამარ ბელაშვილის და ვანდა მუჯირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორმა  გიორგი კალანდიამ გამოიტანა.

მისი განმარტებით, ცვლილებამ საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გამოასწოროს და იმპორტის გადასახადისაგან გაათავისუფლოს ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები და ანტიკვარიატი.

კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანა ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული კულტურული ფასეულობის უცხოეთში გატანის სანებართვო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გამტანს 14 ლარი უჯდება და რაიმე ტიპის გადასახადით კულტურული ფასეულობის ექსპორტის დაბეგვრა არ ხდება.

იმავდროულად, კულტურული ფასეულობა საქართველოში შემოტანისას ექვემდებარება განბაჟებას და გადასახადებით დაბეგვრას, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და შემოტანის პროცესის მონაწილე მხარეებს. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის განმარტებით, წინადადება გაზიარებულია და ეს შეღავათი საკანონმდებლო დონეზე ფაქტობრივად ასახულია კიდეც საბაჟო კოდექსში, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და მარიამ ურუშაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს უკავშირდება, კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს განმარტების საფუძველზე, მხარი არ დაუჭირა.

გალერეა

  • ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში  პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება, 2019 წლის 12 ნოემბერი