ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

09 თებერვალი 2018
ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ვერა მერსედეს მარტინს, საქართველოში ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს და ფონდის უფროს ეკონომისტს სერხიო როდრიგესს შეხვდა. 

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, ხელისუფლების გეგმები, საბიუჯეტო პარამეტრები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ დინამიკა და 2018-2019 წლების პროგნოზები.

ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს მიაწოდა საკუთარი ხედვები საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის თაობაზე, საპენსიო რეფორმის, კაპიტალის ბაზრის რეფორმის და საპარლამენტო კონტროლოს გაძლიერების გეგმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები. გვქონდა დეტალური საუბრები საბიუჯეტო და ფისკალურ საკითხებზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და იმ სტრუქტურულ რეფორმებზე რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს 2018 წლის განმავლობაში. შეხვედრაზე ხაზგასმული იყო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში წარმატებით ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მერსედეს მარტინმა კი აღნიშნა: „მოხარული ვართ, რომ ეკონომიკური ვითარება საქართველოში იმაზე კარგია ვიდრე ჩვენ წინა ვიზიტისას ვვარაუდობდით. საქართველოს აქვს წარმატებები ეკონომიკური რეფრმების კუთხით და მოლოდინი გვაქვს, რომ 2018 წელი კიდევ უკეთესი იქნება ინკლუზიური ზრდის თვალსაზრისით“.

გალერეა

  • ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა, 2018 წლის 9 თებერვალი