ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

01 ივლისი 2020
ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. 

საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მონაწილე სამ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად , საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით KPMG დასახელდა.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე. წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი- Ernst&Young, Deloitte Touche-Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა KPMG -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად სესიაზე წარვუდგენთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა.

გალერეა

  • ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს