საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს სამი კომპანია გამოთქვამს

12 ნოემბერი 2019
საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს სამი კომპანია გამოთქვამს

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს.

საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები გაიხსნა. 

კონკურში მონაწილეობს: KPMG Georgia, „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი” (PWC) და „დელოიტი და ტუში"(Deloitte).

სხდომაზე ითქვა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადები კომისიის შემდეგ სხდომაზე გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს. როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“-მ განახორციელა.