საქართველოს ეროვნული ბანკის 2014–2015 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

06 ოქტომბერი 2014

 

საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 18 სექტემბრის N2669–Iს დადგენილების საფუძველზე შექმნილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2014–2015 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორთა შერსაჩევი საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის სახელით აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული ბანკის 2014–2015 წლის ანგარიშგების აუდიტის თაობაზე. საკონკურსო კომისია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას: "KPMG"-ის, "Deloitte Touche Tohmatsu"-ს, "Ernst & Young"-ს, "PriceWaterhouseCoopers"-ს.

– მომსახურება უნდა განხორციელდეს კონკურსში გამარჯვებულსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და აუდიტი დასრულებული უნდა იქნეს არა უგვიანეს შესაბამისი წლის 15 აპრილისა;
– აუდიტი უნდა ჩატარდეს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით;
– ქართულ ენაზე შედგენილი განაცხადებისა და საკონკურსო წინადადებების მიღება დაიწყება 2014 წლის - 6 ოქტომბრის 10 საათიდან და დამთავრდება 2014 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათზე;
– კონკურსი ჩატარდება 2014 წლის 3 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე;
– კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შემცველი ძირითადი და ტექნიკური კონვერტები გაიხსნება 2014 წლის 11 ან 12 ნოემბერს არაუგვიანეს 18 საათისა. საკონკურსო კომისიის მისამართზე: საქართველოს პარლამენტი, ქ.თბილისი, 0105, რუსთაველის გამზ. 8
– განაცხადებები და საკონკურსო წინადადებები მიიღება ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი, 0105, რუსთაველის გამზ. 8, ტელ: 995 32 281 510;
კონკურსში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში (ზემოაღნიშნულ მისამართზე) სამუშაო დღეებში (10 საათიდან 18 საათამდე).
ტელ: 995 32 281 510; საკონტაქტო პირი: დავით ჭურაძე
ელ.ფოსტა: [email protected] 

– კონკურსში გამოვლენილი იქნება ერთი გამარჯვებული;


კონკურსის ზოგადი წესი

1. კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ტექნიკური და ფინანსური წინადადებები;
2. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი წინადადება უნდა იყოს ქართულ ენაზე;
3. ტექნიკური წინადადება უნდა შეიცავდეს:
ა) კონკურსანტის მონაცემებს და გამოცდილებას, რომელშიც უნდა შედიოდეს კონკურსანტის ორგანიზაციის აღწერა და ბოლო გამოცდილების მონახაზი მსგავსი აუდიტორული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით (განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცს იმ პროექტებს, რომლებიც განხორციელდა ისეთ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა და საბანკო პოლიტიკა ახლოს დგას საქართველოსთან), აუდიტორული მომსახურების განსახორციელებლად რეკომენდირებული პერსონალის შემადგენლობას, მოკლე ბიოგრაფიას, გამოცდილებას, შესასრულებელი სამუშაოს ხანგრძლივობას;
ბ) შემოთავაზებული მეთოდოლოგიის დეტალურ აღწერას და სამუშაო გეგმას, რომლებიც საჭიროა აუდიტორული მომსახურების განსახორციელებლად;
გ) აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელ ჯგუფში სამუშაოს განაწილებას სპეციალობის მიხედვით, სამუშაოს აღწერილობას, რომლებიც მიეცემა ჯგუფის თითოეულ წევრს;
დ) სამუშაოს გრაფიკს;
ე) ბოლო 3 წლის განმავლობაში სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისათვის გაწეული მომსახურების თაობაზე ინფორმაციას, აუდიტის დაწყებისა და დასრულების ვადებს.
4. ტექნიკური წინადადება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ფინანსურ ინფორმაციას.
5. ფინანსური წინადადება უნდა შეიცავდეს აუდიტორული მომსახურების ფასის შესახებ წინადადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს კანონით დადგენილ გადასახადებსაც. ფიქსირებული თანხა მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
6. აუდიტორის შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის მონაწილე საკონკურსო კომისიას წარუდგენს საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებულ განაცხადს, რომელშიც უნდა აისახოს პრეტენდენტის თანხმობა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე.
7. ტექნიკური და ფინანსური წინადადებები საკონკურსო კომისიას წარედგინება დედნის სახით და ყველა გვერდზე ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
8. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების ორიგინალები, მათი ასლები მოთავსებული უნდა იქნეს ცალ-ცალკე, დალუქულ კონვერტში, რომელზედაც გარკვევით იქნება აღნიშნული: “ტექნიკური წინადადება”, “ფინანსური წინადადება”. ფინანსურ წინადადებაზე ასევე აღნიშნული უნდა იყოს “არ გახსნათ ტექნიკურ წინადადებასთან ერთად”. ორივე კონვერტი მოთავსებული უნდა იქნეს ერთ (ძირითად) კონვერტში და უნდა იყოს დალუქული. კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს კომისიის მისამართი.
9. ყველა წინადადება, რომელიც მიღებული იქნება მათი წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ, ამ წინადადებათა წარმდგენს დაუბრუნდება გაუხსნელად.