empty

10 ოქტომბერი


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 10 ოქტომბერი, 10:00 საათი
თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის კინოდარბაზი 
(A კორპუსი, -1 სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/399; 30.09.2019);
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე;

2. საქართველოს კანონების პროექტებზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/376; 25.07.2019);
მომხსენებელი: იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პელაგია მახაური;

3. ოქმი „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ" 2007 წლის 6 მარტის შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" რატიფიცირების თაობაზე" (07-2/372; 03.07.2019);

 4. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ“ (07-2/377; 26.07.2019);
მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.