empty

11 სექტემბერი


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

2019 წლის 11 სექტემბერი, 12:00 საათი
თბილისი, საქართველოს პარლამენტი;
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. წერილი-შეთანხმება „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" N4 ცვლილების" (07-2/384; 19.08.2019);

2. წერილ-შეთანხმება „2016 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი)“ ცვლილების“ (07-2/385; 19.08.2019);

3. სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა)“ (07-2/381; 02.08.2019);

4. შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი)“ (07-2/378; 26.07.2019);

5. შეთანხმება „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q )“ (07-2/379; 26.07.2019);

6. წერილ-შეთანხმება „2016 წლის 28 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულების (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“ პირველი ცვლილების (07-2/380; 26.07.2019);

7. სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, („მსესხებელი“) შორის (პროფესიული განათლების პროგრამა 1)“ (07-2/374; 22.07.2019);
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე;

8. საქართველოს კანონის პროექტი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/354;28.05.2019);
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე;

9. შეთანხმება: „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ“ 1994 წლის 1 ივლისის ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების პირობების საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისზე გავრცელების შესახებ“ წერილების გავლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/348; 13.05.2019);
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე;

10. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/376; 25.07.2019);
მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე;

11. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (07-2/361; 05.06.2019);
მომხსენებელი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნანა ბერიძე;

12. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: „საქართველოს მთავრობისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის თაობაზე“ (07-3/360; 05.06.2019);
ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი.