empty

12 მარტი


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

2020 წლის 12 მარტი, 11:00 საათი
თბილისი, საქართველოს პარლამენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

1. კანონპროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/432; 11.12.2019);

2. შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „იაპონიის საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული რატიფიცირების თაობაზე (07-2/435; 13.01.2020);
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე;
პასუხისმგებელი: ელენე ყალაბეგიშვილი;

3. შეთანხმება „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N2 ცვლილების წერილზე (07-2/446; 14.02.2020);

4. შეთანხმება „2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N6 ცვლილების წერილზე (07-2/454; 27.02.2020);
მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე;
პასუხისმგებელი: ნათია მამაცაშვილი;

5. საქართველოს კანონების პროექტებზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/376; 25.07.2019);
მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე;
პასუხისმგებელი: ელენე ყალაბეგიშვილი;

6. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 29 დეკემბრის N236-რს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/437; 21.02.2020);
მომხსენებელი: თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი;
პასუხისმგებელი: ელენე ყალაბეგიშვილი;

7. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
მომხსენებელი: თავმჯდომარის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი;
პასუხისმგებელი: ნიკოლოზ ხატიაშვილი;

8. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის“ ანგარიშის მოსმენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
მომხსენებელი: კომიტეტის წევრი, „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ნინო გოგუაძე.