empty

19 თებერვალი


საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციისა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

2018 წლის 19 თებერვალი, 14:00-17:30 სთ;
ქ. თბილისი; რუსთაველის გამზირი N8
პარლამენტი, საკონფერენციო დარბაზი
(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი

მოსმენა თემაზე:
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე
განსახილველი საკითხები (17:30 საათიდან)

1. საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/119; 29.12.2017);
მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა;

2. სასესხო შეთანხმება: საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ (07-2/159; 22.12.2017);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;

3. სასესხო ხელშეკრულება: საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ ცვლილება“ (07-2/160; 22.12.2017);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;

4. სასესხო შეთანხმება: „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ (07-2/164; 16.01.2018);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;

5. შეთანხმება: „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ (07-2/163; 09.01.2018); 
მომხსენებელი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ნანა ბერიძე;

6. შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (N07-1/17; 06.02.2018);
მომხსენებელი:საქართველოს თავდაცვის მინისტრია მოადგილე - ნუკრი გელაშვილი;

7. მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ (07-1/18; 06.02.2018);
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრია მოადგილე - ნუკრი გელაშვლი.