დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა

13 მაისი 2019
დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეხვედრა გამართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილთან

ზეპირი მოსმენის მთავარ საკითხს წამოადგენდა თუ როგორ მუშაობს და რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, რა აქტივობებს ახორციელებს და როგორ თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან რუსული დეზინფორმაციის კამპანიის გავლენების შესამცირებლად.

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მოკვლევის დაწყება გარკვეულწილად, განაპირობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო წლების ანგარიშებში ამ გამოწვევების, როგორც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეზე მითითებამ. ბუნებრივია, მოკვლევის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც ყველაზე სრულ ინფორმაციას ფლობს თუ როგორც მუშაობს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სისტემა საქართველოში სწორედ, ეს უწყებაა. ამიტომ, დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა იმ საკითხებს თუ რა საპასუხო ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საფრთხეების შესამცირებლად, როგორი კოორდინაცია არსებობს მათსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებებს შორის ერთიანი პოლიტიკის, ურთიერთშეთანხმებული მექანიზმების განსაზღვრის კუთხით და როგორი შეიძლება იყოს ამ პროცესში პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების როლი და მონაწილეობა“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ

მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებიდან მთავარი მომხსენებლის, ნინო გოგუაძის გარდა, შეხვედრას ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ბოკერია და ჯგუფის მკვლევარი გიორგი გობრონიძე ესწრებოდნენ.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მიღებული მასალების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის ვებგვერდზე >>>

პროექტის მხარდამჭერია ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD)

გალერეა

  • დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა, 2019 წლის 13 მაისი