დიმიტრი ცქიტიშვილი ედვარდ გრასნერს და ანნე ზოლნერს შეხვდა

14 სექტემბერი 2017
დიმიტრი ცქიტიშვილი ედვარდ გრასნერს და ანნე ზოლნერს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელის თანაშემწეს, ედვარდ გრასნერს და აშშ-ის შრომის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ანნე ზოლნერს შეხვდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო პრეფერენციების სისტემაზე მიერთება და შრომითი უფლებების დაცვა იყო საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობაში შესვლა გულისხმობს იმას, რომ შრომის სტანდარტები და შრომის უფლებები იყოს დაცული. მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს, როგორც თავისუფალ-ეკონომიკური განვითარების ასევე, სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით იმისთვის, რომ ინტენსიური გახდეს ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, საკმაოდ წარმატებულად ვითარდება ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. „ჩვენ გვაქვს მონიჭებული გენერალური პრეფერენციების სისტემა, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო ავამაღლოთ გარკვეული მოთხოვნები და სტანდარტები იმისთვის, რომ ეს მიმართულება უფრო პოზიტიური და დინამიური გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გალერეა

  • დიმიტრი ცქიტიშვილი ედვარდ გრასნერს და ანნე ზოლნერს შეხვდა, 2017 წლის 14 სექტემბერი