ირაკლი ბერაია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

23 ივლისი 2020
ირაკლი ბერაია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კოვიდ-19 ის კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ოქტომბრის თვეში დაგეგმილ არჩევნებზე, ახალ საარჩევნო სისტემაზე, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის პროგრესზე და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე.

ირაკლი ბერაიამ ელჩს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარების და რუსეთის მიერ გადადმული დესტუქციეული ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრის ბოლოს კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში.

გალერეა

  • ირაკლი ბერაია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
  • ირაკლი ბერაია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
  • ირაკლი ბერაია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა