ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბელფასტში შეხვედრებს მართავს

28 ნოემბერი 2017
ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბელფასტში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ქალაქ ბელფასტში. ვიზიტი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის - ჯეფრი დონალდსონის მიწვევით და ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ვიზიტის მიზანს საქართველოს კონსერვატიულ პარტიასა და ჩრდილოეთ ირლანდიის „DEMOCRATIC UNIONIST PARTY“ პარტიას შორის ურთიერთობების განვითარება წარმოადგენდა, როგორც საპარლამენტო, ასევე პარტიათაშორის დონეზე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრებთან - ჯეფრი დონალდსონთან, ემმა ლითლ პენგელისთან და ნაიჯელ დოდსთან. შეხვედრები გაიმართა ასევე, DUP-ის ლიდერებთან და საკანონმდებლო ასამბლეის წევრებთან - არლინ ფოსტერთან, პაულა ბრედლისთან, ჯორჯ დორიანთან.

შეხვედრებისას პარტიის წარმომადგენლებმა პარტიებს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შესახებ პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, პარტიის ახალგაზრდული ფრთის განვითარება და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება, ასევე ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება.

ერთობლივი პროეტების განხორციელების მიზნით, ასევე შეხვერები გაიმართა ჩრდილო ირლანდიის თანასწორობის კომისიის ხელმძღვანელთან, დოქტორ მაიკლ ვარდლოუსთან, ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელთან, ლეს ელემბისთან და სოციალური განვითარების ყოფილ მინისტრთან - ნელსონ მაქქოზლენდთან. ასევე, ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შესახებ პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, პარტიის ახალგაზრდული ფრთის განვითარება და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება ასევე, ქალთა ორგანიზაციის გაძლიერება. ყველა ეს საკითხი აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის და საჭიროებს სათანადო ყურადღებას“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

ვენსტმინსტერის ფონდის პროექტი, რომელიც 2017 წლის იანვარში დაიწყო, DUP-ის და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ემსახურება. პარტიების წამომადგებლებს შორის შემგდომი შეხვედრა 2018 წლის თებერვალში განხორციელდება.