ნინო გოგუაძე: „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში“

01 ნოემბერი 2018
 ნინო გოგუაძე: „საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში“

ამჯერად ამერიკელი კონგრესმენი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ტედ პო ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს.

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ბარიერების მოხსნას ეკონომიკურ ურთიერთობებში, ქართული კომპანიებისთვის ახალ, რეალურ შესაძლებლობებს ამერიკულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, მეტ ამერიკულ სავაჭრო ინტერესს საქართველოში. ამავდროულად, ეს იქნება აშშ-ის კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არის სანდო და სტაბილური პარტნიორი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ.