როჯერ ვიკერი: „საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს“

12 აპრილი 2019
როჯერ ვიკერი: „საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს“

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტად მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა, სადაც საქართველო-აშშ-ს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს სუვერენიტეტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

„ყოველთვის მოხარული ვარ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობით, საქართველო ამერიკის სანდო პარტნიორი და მეგობარია, ჩვენ გავქვს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე. საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ვერავინ შეუშლის ხელს ქართველი ხალხის ამ არჩევანს. ვულოცავ საქართველოს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებას, ღია და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირებას“, - განაცხადა როჯერ ვიკერმა.

სენატორმა, ქართველ კოლეგას პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე მიულოცა.