საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

28 ივლისი 2020
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტის მიზანია ბაკურიანისთვის საჭირო სპეცტექნიკისა და თანამედროვე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვა. 

მომხსენებლის განმარტებით, შეთანხმებას ხელი 2020 წლის 13 ივლისს მოეწერა და ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 5 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 10 წლის ვადით, მათ შორის 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი კი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 31 დეკემბერი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

გალერეა

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 28 ივლისი