საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

20 მარტი 2017
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ნოტების გაცვლის გზით დადებული „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების და ცვლილების თაობაზე“ შეთანხმება განიხილა და პარლამენტის მიერ მის რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

საკითხი სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა წარადგინა. 
შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ, 1997 წლის 17 სექტემბერს იქნა რატიფიცირებული. შეთანხმების ვადა განსაზღვრული იყო ხუთი წლით. ის გრძელდებოდა მხარეთა შორის კომუნიკაციის შედეგად, ხუთწლიანი ვადის ინტერვალებით. 

წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს რატიფიცირებული შეთანხმების ვადის გაგრძელებას შვიდი წლით და მასში ცვლილების განხორციელებას იმ მიზნით, რომ ამ შვიდწლიანი ვადის გასვლის შემდგომ, შეთანხმების ვადა ავტომატურად გაგრძელდეს მომდევნო შვიდწლიანი პერიოდებით. ამასთან, მხარეებს შეეძლებათ შეთანხმების შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში, წერილობით შეატყობინონ ამის თაობაზე ერთმანეთს ოთხმოცდაათი დღით ადრე. აგრეთვე, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელ აღმასრულებელ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია.

გალერეა

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 მარტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, 2017 წლის 20 მარტი