საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

22 აგვისტო 2016
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადება თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

შეძრწუნებული ვარ თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. 21 აგვისტოს ტერორისტული თავდასხმა კიდევ ერთი მძიმე დანაშაულია თურქეთისა და მთლიანად კაცობრიობის წინაშე, რომელსაც ათობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. ვუსამძიმძრებ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.

საქართველო, მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, იყო და იქნება ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე. მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით არის შესაძლებელი ჩვენი დროის ამ უმძიმესი სენის დამარცხება.

საქართველო ყოველთვის მხარს დაუჭერს ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას, რომლისთვისაც ბოლო პერიოდი მეტად მძიმე აღმოჩნდა. ივლისში საქართველოს დელეგაცია იყო პირველი, რომელიც ჩავიდა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ და მხარდაჭერა გამოუხატა ანკარას.