საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

25 დეკემბერი 2017
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. 
შანხაის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველო - ჩინეთის 25-წლიანი მჭიდრო დიპლომატიურ ურთიერთობას გაუსვა ხაზი. ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასევე, აღნიშნა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები და ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნები. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ კოლეგას საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გამოთქვა სურვილი, თანამშრომლობის ახალი და აქტიური დღის წესრიგის შემუშავების თაობაზე, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება ურბანული განვითარების საკითხებიც. 

მხარეებმა შეხვედრაზე, სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობასა და საერთო ინტერესების შესახებ ისაუბრეს.

ჩინეთში გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოებში მათ შორის, შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მოხარული ვარ, რომ ჩინეთის მთავრობა ამგვარ ინტერესს და პატივისცემას გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ირინე ფრუიძე, ირაკლი ბერაია და ირაკლი შიოლაშვილი არიან.

გალერეა

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა, 2017 წლის 25 დეკემბერი