სოფიო ქაცარავა: „აშშ კვლავ აგრძელებს საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“

12 აპრილი 2019
სოფიო ქაცარავა: „აშშ კვლავ აგრძელებს საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, სადაც შეხვედრები გამართა აშშ-ის კონგრესის და სენატის წევრებთან, ასევე წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველო-აშშ-ს შორის არსებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის ურთიერთობები, ნატოში გაწევრიანების გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება.

„აშშ-ში ვიზიტის დროს, ყველა შეხვედრაზე ამერიკელმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა. განსაკუთრებით კი, ყველა იმ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, რაც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. აშშ კვლავ აგრძელებს საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის დასასრულ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის კონგრესში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ქართული პარლამენტარიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც ქართველმა კანონმდებელმა აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი
  • სოფიო ქაცარავამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი
  • სოფიო ქაცარავამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი
  • სოფიო ქაცარავამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა, 2019 წლის 12 აპრილი