სოფიო ქაცარავა და ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტში სტაჟიორებს და სტუდენტებს შეხვდნენ

24 ნოემბერი 2017
სოფიო ქაცარავა და ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტში სტაჟიორებს და სტუდენტებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, პარლამენტის სტაჟიორებსა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე, სოფიო ქაცარავას და ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება: „ბრიტანეთი-საქართველო, მეოთხედი საუკუნე“ გაიმართა, რომელიც ორი ქვეყნის 25-წლიან ურთიერთობებს ასახავს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა ყველა იმ ღონისძიებასა და აქტივობაში, რომელსაც პარლამენტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახორციელებს. ის, რომ ელჩები პარლამენტში კანონმდებლებს ხვდებიან ტრადიციულად გრძელდება, თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ელჩებთან შეხვედრის მთავარი აუდიენცია სტუდენტები ყოფილიყვნენ, რომლებიც ძალიან მონდომებული და მოტივირებულები არიან“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

„ჩემთვის ყოველთვის პატივია პარლამენტში მოსვლა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდებთან შეხვედრა. ეს ფილმი ძალიან კარგი რეზიუმეა ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის, რომელიც 25 წელს მოიცავს. ჩემთვის, როგორც ელჩისთვის მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობთ თქვენ, ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზე“, - მიმართა სტუდენტებს ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

ელჩმა ორ ქვეყნას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების და საგანმანათლებლო მიმართულებით არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხალხთაშორისი კავშირების გამყარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდების მიერ დასმული კითხვები ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, საგანმანათლებლო პროგრამებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეხებოდა.
ახალგაზრდები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან და კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ელჩის აზრით.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჯასტინ მაკენზი სმიტის შეფასებით, მიუღებელია რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ თუმცა, მიაჩნია, რომ კომუნიკაციის არხების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

კითხვები დაისვა ბრექსითსა და ამის ფონზე ბრიტანეთის პოლიტიკაზე.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ თუ როგორი იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მას შემდეგ როდესაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საქართველო ევროკავშირისკენ ისწრაფვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი გამოდის ევროკავშირიდან, ჩვენ ვრჩებით ევროპაში. ჩვენ გამოვალთ ევროკავშირიდან მაგრამ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალიან კარგ ამბიციას ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციონალური განვითარების კუთხით. ეს არის კარგი ამბიცია საქართველოსთვის. ბრექსითი ვერ მოახდენს გავლენას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. ჩვენ გვაქვს ურთიერთობის ორმხრივი ჩარჩო - უორდროპის სტრატეგიული დიალოგი, რომელიც გაგრძელდება. ჩემი პროგნოზია, რომ ის გახდება უფრო აქტიური ბრიტანეთის მხრიდან“, - განაცხადა ელჩმა.

სოფიო ქაცარავას თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩებთან შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს მივცეთ იმის საშუალება, რომ პირადად დასვან ის კითხვები, რაც მათ აინტერესებს. ეს შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი სტუდენტებისთვის არამედ, ელჩისთვისაც რადგან ის ხედავს რა მიმართულებით სვამს ახალგაზრდა საზოგადოება კითხვებს როგორც ბრიტანეთთან მიმართებაში ასევე, გლობალურ საკითხებთან მიმართებაში. მოხარული ვარ, რომ ასეთი შეხვედრა სწორედ პარლამენტში შედგა, რადგან პარლამენტი არის ის დაწესებულება, რომელმაც დემოკრატიის განვითარებას უნდა შეეწყოს ხელი“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სტუდენტებთან ერთად, მორიგ შეხვედრას ბულგარეთის ელჩთან გამართავს, რადგან ბულგარეთი მომავალი წლიდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ხდება.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა და ჯასტინ მაკენზი სმიტი პარლამენტში სტაჟიორებს და სტუდენტებს შეხვდნენ, 2017 წლის 24 ნოემბერი