სოფიო ქაცარავა და მამუკა მდინარაძე ალან პარფიტს შეხვდნენ

13 მარტი 2018
 სოფიო ქაცარავა და მამუკა მდინარაძე ალან პარფიტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის, დასავლეთის კვლევითი ჯგუფის ანალიტიკოსს ალან პარფიტს შეხვდნენ. 

შეხვედრისას, სოფიო ქაცარავამ სტუმარს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრა კომიტეტის როლზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე, საზედამხედველო საქმიანობაზე და კომიტეტის ახალ სტრატეგიაზე, რომლის შემუშავებაც დასასრულს უახლოვდება.

მხარეებმა ასევე, განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და მიღწეულ პროგრესზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის როლზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას. 

მამუკა მდინარაძემ ბრიტანელ სტუმარს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები გააცნო და ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. 

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, კომიტეტის ზედამხედველობის განხორციელების სფეროები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. მოხარული ვარ, რომ საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება და მათი მხრიდან არსებობს უდიდესი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

გალერეა

  •  სოფიო ქაცარავა და მამუკა მდინარაძე ალან პარფიტს შეხვდნენ, 2018 წლის 13 მარტი
  •  სოფიო ქაცარავა და მამუკა მდინარაძე ალან პარფიტს შეხვდნენ, 2018 წლის 13 მარტი