სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

17 მარტი 2017
 სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო გასულ კვირას სოფიო ქაცარავას ხელმღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შეხვედრებს გერმანიის ბუნდესტაგსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელიც აპრილის თვეში ბერლინსა და თბილისშია დაგეგმილი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა გერმანელ დიპლომატს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორმხრივი, მრავალმხრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

გალერეა

  •  სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, 2017 წლის 17  მარტი
  • სოფიო ქაცარავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა, 2017 წლის 17  მარტი