სოფიო ქაცარავა: „ისეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ჩვენი ქვეყნის აქტუალობასა და საგარეო პოლიტიკის სწორ პრიორიტეტებზე მიანიშნებს“

08 ნოემბერი 2018
სოფიო ქაცარავა: „ისეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ჩვენი ქვეყნის აქტუალობასა და საგარეო პოლიტიკის სწორ პრიორიტეტებზე მიანიშნებს“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ლონდონში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარლამენტთაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელს ჯონათან ჯანოღლის შეხვდა და რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რაც საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას გულისხმობს.

შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ურთიერთობების როლზე. ასევე, ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის დინამიკაზე, რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებზე, ქვეყნის შიდა რეფორმებზე.

„სიმბოლურია, რომ დღეს თბილისში პარალელურად, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ მიმდინარეობს, რაც ჩვენს მჭიდრო კავშირებზე მეტყველებს. ისეთ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ჩვენი ქვეყნის აქტუალობასა და საგარეო პოლიტიკის სწორ პრიორიტეტებზე მიანიშნებს, რაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის. დიდი ბრიტანეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მტკიცე მხარდამჭერია“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარე ჯონ ბერკოვთან ერთად