სოფიო ქაცარავა ქალი პოლიტიკოსი ლიდერების ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობს

28 ნოემბერი 2017
სოფიო ქაცარავა ქალი პოლიტიკოსი ლიდერების ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რეიკიავიკში, ქალი პოლიტიკოსი ლიდერების ყოველწლიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სოფიო ქაცარავა, სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს საქართველოში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გააცნობს.

სამიტზე განიხილება ქალების როლის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები, გენდერული თანასწორობა, ქალთა საკუთრების უფლებები და ა.შ.

სამიტში მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის ლიდერები, სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პარტნიორობის გასაღრმავებლად, დაგეგმილია სოფიო ქაცარავას ორმხრივი შეხვედრები საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

შეხვედრებზე განიხილება ერთობლივი საერთაშორისო პროექტები და სამომავლო ხედვები.

„ამ სამიტში მონაწილეობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან ეს ის ადგილია, სადაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში ჩვენი ქვეყნის ამბიციური მიზნების გაზიარება და პარტნიორებისგან გამოცდილების მიღება ხდება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.