სოფიო ქაცარავა რეიკიავიკში ქალი პოლიტიკოსი ლიდერების სამიტზე სიტყვით წარდგა

01 დეკემბერი 2017
სოფიო ქაცარავა რეიკიავიკში ქალი პოლიტიკოსი ლიდერების სამიტზე სიტყვით წარდგა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ქალი პოლიტიკოსი ლიდერების სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად სიტყვით წარდგა და ისაუბრა საქართველოში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა ქალთა მონაწილოების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე პოლიტიკაში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, პარლამენტის როლზე ამ მიმართულებით პარლამენტში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე, გამოწვევებზე და ახლადრატიფიცირებული სტამბოლის კონვენციის შესახებ. 

ასევე ყურადღება გაამახვილა კვოტირების პროცესზე და მოლოდინებზე, რაც ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მომტანი იქნება. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ისლანდიის და ლატვიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ლუქსემბურგის და ავსტრიის პარლამენტების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების მთავარი თემა იყო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა გაძლიერება, გენდერული თანასწორობის შესაძლებლობები და გამოწვევები, ასევე, ამ სფეროში საპარლამენტო როლი და მნიშვნელობა.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებისას, ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, კვოტირების პროცესზე და მოსალოდნელ პოზიტიურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

„შეხვედრებზე ვისაუბრეთ ამ მიმართულებით საერთაშორისო ფორმატების, სამიტებისა და კონფერენციების მნიშვნელობაზე, ცვლილებებსა და ხელშესახებ შედეგებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემს კოლეგებს გავაცანი საქართველოში ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები, კვოტირების პროცესი და მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები. აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, ამ ფორმატებში გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი პროდუქტიული და მაღალპროფესიონალური სამიტის ორგანიზებისთვის, სადაც შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ასეთ საინტერესო ადამიანებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავა რეიკიავიკში ქალი პოლიტიკოსი ლიდერების სამიტზე სიტყვით წარდგა, 2017 წლის 1 დეკემბერი