სოფიო ქაცარავა ტომ ტუგენდჰადტს შეხვდა

11 დეკემბერი 2017
 სოფიო ქაცარავა ტომ ტუგენდჰადტს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი და კახაბერ კუჭავა, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტომ ტუგენდჰადტს შეხვდნენ.

მხარეებმა, შეხვედრაზე საქართველო - ბრიტანეთის ორმხრივი პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური კავშირები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნებზე და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე. 

შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებსა და ამოცანებზე. 

ტომ ტუგენდჰადტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ. 
სოფიო ქაცარავამ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში ოფიციალურად მოიწვია. 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის განზომილების ფარგლებში ხორციელდება.

გალერეა

  •  სოფიო ქაცარავა ტომ ტუგენდჰადტს შეხვდა, 2017 წლის 11 დეკემბერი
  •  სოფიო ქაცარავა ტომ ტუგენდჰადტს შეხვდა, 2017 წლის 11 დეკემბერი
  •  სოფიო ქაცარავა ტომ ტუგენდჰადტს შეხვდა, 2017 წლის 11 დეკემბერი