სოფიო ქაცარავამ ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

12 სექტემბერი 2019
 სოფიო ქაცარავამ ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ხორხე ლუსინი სერანო დე აროსთან.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და მისი გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით კი, საპარლამენტო დონეზე.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე; უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე; ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. მან ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობას.

„გაცნობითი შეხვედრა მქონდა ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი ასპექტი. ბატონმა ხორხე ლუსინიმ განაცხადა, რომ მაღალია ესპანეთის ინტერესი საქართველოს მიმართ  და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით, მათ შორის საპარლამენტო დონეზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. 

გალერეა

  •  სოფიო ქაცარავამ ესპანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, 2019 წლის 12 სექტემბერი