სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა"

13 თებერვალი 2018
სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა"

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ დღეს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ გამართულ დისკუსიაში: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად და ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირების გზაზე გატარებული რეფორმები, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხები და გამოწვევები. მონაწილეებმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს.

„მნიშვნელოვანია, როცა მსგავს ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტებიც არიან ჩართულნი, რადგან რომ ამ პროცესში ყველა დაინტერსებული მხარის მონაწილეობა აუცილებელია. ჩვენი საგარეო კურსი უალტერნატივოა, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრირებას ნიშნავს და რასაც ქვეყნაში გატარებული რეფორმები მოწმობს. ყველა ერთხმად თანხმდება, იმაზე, რომ საქართველო ერთგული, ევროპული ღირებულებების და ევროკავშირის სანდო პარტნიორია. ჩვენ გავქვს ამბიციური დღის წესრიგი და კარგად ვაცნობიერებთ გამოწვევებსაც, ამასთანავე ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, რასაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სოფიო ქაცარავამ.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა"
  • სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში: „საქართველოს ევროპული პერსპექტივა"