სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

13 ივლისი 2017
 სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციის - „ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში- „ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას.

დღეს, სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრები გაიმართა ალბანეთის ევროპასთან ურთიერთობის მინისტრის მოადგილე ერალდა კანთან, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დურთან, ხორვატიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ველიმირ სტარკევიჩთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინთან და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილების უფროსთან, ჯილს პორტმანთან.

შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს.

მხარეებმა საკონსტიტუციო და სასამართლო სისტემის რეფორმები და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი მიმოიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის“ მნიშვნელობა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ევროპარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

მნიშვნელოვანი კონფერენციაა და კარგი შესაძლებლობაა ჩვენს პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად განვიხილოთ რიგი საკითხებისა და გამოწვევებისა, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, ჩვენი დღის წესრიგი ამ კონტექსტში, საქართველოში გატარებული რეფორმები, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და რუსეთის მიერ განხორციელებული ანექსიისკენ მიმართული ქმედებები“, - განაცხადა შეხვედრების დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იღებენ.

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.

გალერეა

  • სოფიო ქაცარავამ საერთაშორისო კონფერენციის -„ევროპული გზა-რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა , 2017 წლის 13 ივლისი