სოფიო ქაცარავამ საქართველოს მომავალ ელჩს კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძეს უმასპინძლა

17 თებერვალი 2017
 სოფიო ქაცარავამ საქართველოს მომავალ ელჩს კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძეს უმასპინძლა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოს მომავალ ელჩს კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძეს შეხვდა და მას წარმატებები უსურვა. 

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტისა და საქართველოს დიპლომატიური მისიების კავშირის გამყარება. საელჩოს დიდი როლი ეკისრება ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ურთიერთობების დამყარების საკითხში“, - მიმართა სოფიო ქაცარავამ მომავალ ელჩს.

შეხვედრაზე, მხარეებმა, კანადასთან, როგორც მომავალ სტრატეგიულ პარტნიორთან, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ საკუთარი გეგმები და ხედვები გაუზიარეს ერთმანეთს. მათ ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს პარლამენტის კანადასთან მეგობრობის ჯგუფის კონკრეტული სამოქმედო გეგმა მიმოიხილეს.

შეხვედრაზე მრავალი მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაძლიერებაზე და ხალხთა შორის კავშირების გამყარებაზე ისაუბრეს.

გალერეა

  •  სოფიო ქაცარავამ საქართველოს მომავალ ელჩს კანადაში, კონსტანტინე ქავთარაძეს უმასპინძლა, 2017 წლის 17 თებერვალი