empty

16 სექტემბერი


საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა

2019 წლის 16 სექტემბერი, 16:00 სთ.
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8;
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი)

1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, თამარ ჩუგოშვილის, დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, სოფიო კილაძის, გოგა გულორდავას, რატი იონათამიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტების და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/389; 04.09.2019) განხილვა;
მომხსენებელი: ანრი ოხანაშვილი;

ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ გაგრძელდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა (კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი)

დღის წესრიგი (პროექტი)

2. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კიკნაველიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-3/367; 12.06.2019) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი.