საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

05 იანვარი 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლის, ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რასაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული წესის დაცვით, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგს კიდევ რამდენიმე საკითხი დაუმატა. კერძოდ, საარჩევნო კომისიიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომიტეტმა იმსჯელა პარლამენტის უფლებაშეჩერებული წევრების, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით:„გუშინ პარლამენტის 3 წევრს შეუჩერდა უფლებამოსილება მათი განცხადების საფუძველზე და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი ადგილმონაცვლეობის პრინციპით შემოსასვლელი დეპუტატობის კანდიდატების საბუთები გამოაგზავნა პარლამენტში, რის საფუძველზეც პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, რომელიც შემდეგ პარლამენტის ბიუროს გადაეცემა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსული საბუთების მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ადგილმონაცვლე - ფრიდონ ინჯია, ხოლო გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლედ დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტმა.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2021 წლის 5 იანვარი