საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

05 ოქტომბერი 2020
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „სამოქალაქო აქტების შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების წარდგენის უფლება უნდა განახორციელოს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, კომიტეტის აპარატმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რაც საქართველოს კანონმდებობით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. კერძოდ, წარმოდგენილი განმარტებითი ბარათი თანაფარდობაშია კანონმდებლობასთან. ასევე, სწორად არის მითითებული კანონები, რომლებშიც ცვლილების განხორციელება უნდათ მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე კომიტეტმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შესბამისი ფორმები გადაეცეს ხელმოწერების შესაგროვებლად.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ საიანიციატივო ჯგუფს 45 სამუშაო დღე ეძლევა ხელმოწერების შესაგროვებლად და პარლამენტში წარსადგენად. ამის შემდეგ კომიტეტის აპარატის მიერ შემოწმდება ხელმოწერების ნამდვილობა და კომიტეტის სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე საკითხზე დაიწყება საკანონმდებლო პროცესი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას და მათთვის შესაბამისი ფორმების გადაცემას.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, 2020 წლის 5 ოქტომბერი