საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

17 თებერვალი 2020
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილი მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი.

მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა მესამე მოსმენისთვის განხორციელებული მცირე რედაქციული ხასიათის ცვლილება გააცნო კოლეგებს, რის შემდეგაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხომაზე გატანას.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების ცვლილების საკითხი. კერძოდ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განმარტა, კერძოდ, სუამ-ში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში ემატება ერთი სათადარიგო ადგილი დამოუკიდებელ დეპუტატებისთვის, ხოლო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში, პირიქით გამოაკლდებათ.

შესაბამისი ცვლილება მოხდება ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტებთან დაკავშირებით ამავე დელეგაციებში - PABSEC-ში ქართულ ოცნებას გამოაკლდება ერთი სათადარიგო ადგილი და შესაბამისად დაემატება სუამ-ში.

მომხსენებლის თქმით, ეს ცვლილება დამოუკიდებლი დეპუტატებსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე განხორციელდა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლის ვალერი გელაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო, 2020 წლის 17 თებერვალი