საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

22 აპრილი 2020
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლის, ზურაბ ხაჩიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხი განიხილა. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან კომიტეტში შემოსულია შესაბამისი დოკუმენტაცია ზურაბ ხაჩიძის თაობაზე, რომელიც სრულიად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რის საფუძველზეც კომიტეტი უფლებამოსილია პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს ზურაბ ხაჩიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხი პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.

კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად განსზღვრული უფლება გამოიყენა და სხდომაზე განსახილველად კიდევ ერთი საკითხი გამოიტანა, ესაა სსიპ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის დავით წიკლაურის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება.

კომიტეტის აპარატის მიერ გადამოწმდა და დადასტურდა, რომ დავით წიკლაური ნამდვილად ნებაყოფლობით ტოვებს აღნიშნულ თანამდებობას.

შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

კენჭისყრისას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ორივე საკითხს.