საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თობაზე პროექტი განიხილა

18 მარტი 2020
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თობაზე პროექტი  განიხილა

პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განიხილა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა.

მომხსნებლის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, მეორე მოსმენით წარდგენილ პროექტში გათვალისიწინებულია პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ  გამართული კონსულტაციისას გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები.

წარმოდგენილი პროექტით, დგინდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად  წარდგენის შესახებ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს შიდა სამართლებრივი სტანდარტის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მოთხოვნებთან შესაბამისობას.

ამჟამად, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ვაკანსიის არსებობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება, რამდენადაც   საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტებით არ არის პირდაპირ მოწესრიგებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

მეტიც, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ჩართულობა, რადგან  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების 36-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ სასამართლოში ასარჩევად წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა და წარდგენა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ამ სახელმწიფოში უმაღლეს სასამართლო თანამდებობაზე პირის წარდგენისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ხოლო საქართველოში უმაღლეს სასამართლო თანამდებობებზე მოსამართლეთა განწესებაში პარლამენტის მონაწილეობა და როლი განსაკუთრებით საგულისხმო და მნიშვნელოვანია.

საკითხის მუხლობრივად განხილვის შემდეგ  კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ პროექტს.

გალერეა

  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თობაზე პროექტი  განიხილა, 2020 წლის 18 მარტი