„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

15 აპრილი 2019
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მონაწილეებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა და კანონპროექტისა და ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური და სპორტული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა, რომ ფიზიკური აქტივობებისა და სპორტული ცხოვრების კუთხით საქართველოში გარკვეული პრობლემაა. ჩვენი მიზანია სპორტის როლის განვითარება, რათა გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმართ მიდგომები. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ქვეყანაში ფიზიკური აქტივობების კუთხით სტაბილურ და დინამიურ ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრაზე კომიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა, ანატოლი კორეპანოვმა კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების კვლევებზე პრეზენტაცია წარმოადგინა. მომხსენებელმა კანონპროექტის მიღების მიზნებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და არაგადამდები დაავადებათა პრევენციის მიზნით სპორტული აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ სპორტი პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელი ცხოვრების წესთან, იგი აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, უზრუნველყოფს კეთილდღეობას და მენტალურ ჯანმრთელობას. კვლევებმა აჩვენა რომ ფიზიკური აქტივობა მოსახლეობის 82,4% არ არის ინტენსიურად დატვირთული, ხოლო 66% საერთოდ არ ვარჯიშობს. მისივე ინფორმაციით, ფიზიკური და სპორტული აქტივობების სიმცირე ყველა სოციალურ ჯგუფში აღინიშნება და ეს შეეხება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ზრდასრულ და შუახნის მოსახლეობას.

პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიება ინტერაქტიულად წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოდგენილ კვლევებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის განცხადებით, ფიზიკური აქტივობების გააქტიურების კუთხით სამინისტროში მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება, რათა საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეეწყოს ხელი.

შეხვედრის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა კვლევის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი საბოლოო ანგარიშს მაისში წარადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა ის კომენტარი და შეხედულება, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გახმოვანდა.

გალერეა

  • „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია, 2019 წლის 15 აპრილი