საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ფიფას მსოფლიო თასის ჩამოსვლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

08 თებერვალი 2018
საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ფიფას მსოფლიო თასის ჩამოსვლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

მსოფლიო თასი თბილისს კომპანია კოკა-კოლას და ფიფას ორგანიზებით ეწვია.

„მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქში ესეთი ღონისძიებების გამართვა, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი კომპანია კოკა-კოლას და ფიფას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის. დღევანდელ ღონისძიებაზე მრავლად არიან წარმოდგენილი ჩვენი სახელოვანი ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც სხვადასხვა დროს შეძლეს და წარმატებულად იასპარეზეს მსოფლიო ჩემპიონატებზე. სამწუხაროდ დღესდღეობით ვერ მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონატის საასპარეზო საგზური, თუმცა ქართული საფეხბურთო ისტორიის გათვალისწინებით და სწორი საფეხბურთო მენეჯმეტის შედეგად, აუცილებლად დადგება ჩვენი ქვეყნისთვის დრო როდესაც შევძლებთ წარმატებულად ასპარეზობას მსოფლიო თასზე. ესეთი სახის აქტივობა არაერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცემს სტიმულს, რომ თავდაუზოგავი შრომით მიაღწიონ იმ შედეგს რასაც მსოფლიო თასზე ასპარეზობა და წარმატება ჰქვია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა ფიფას მსოფლიო თასის ჩამოსვლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, 2018 წლის 8 თებერვალი