შოთა ხაბარელი შშმ პირების მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო

05 თებერვალი 2018
შოთა ხაბარელი შშმ პირების მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი რუსთავის 70 წლისადმი მიძღვნილ სპორტულ ტურნირს დაესწრო.

შეჯიბრებები გაიმართა სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ჭადრაკში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და შაშში, რომელშიც შშმ პირები მონაწილეობდნენ. ტურნირის გამარჯვებული მონაწილეები მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. სამახსოვრო სიგელები შაშის ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა.

„პირველ რიგში, მინდა რუსთავს და რუსთაველებს მივულოცო ქალაქის 70 წლის იუბილე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ ყურადღების ცენტრში და მისასალმებელია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ საიუბილეო ღონისძიებებში, დღეს, ისინიც ჩართო. მნიშვნელოვანია, რომ რუსთავის მერია ასეთ დიდ ყურადღებას იჩენს მათ მიმართ და ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს. მსგავსი ტურნირების ჩატარება აუცილებელია და ეს შეიძლება სამაგალითოდაც ჩავთვალოთ“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ქალაქ რუსთავის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები მე-7 საჯარო სკოლაში რუსთავის მერიისა და ა(ა)იპ „სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერიის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გალერეა

  • შოთა ხაბარელი შშმ პირების მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო
  • შოთა ხაბარელი შშმ პირების მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო
  • შოთა ხაბარელი შშმ პირების მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო