სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

14 სექტემბერი 2017
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ მოისმინეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. დოკუმენტი სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარმოადგინა. მან დეპუტატებს 2017 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გააცნო, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 4.5 პროცენტი შეადგინა. აქედან, 2017 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.1 პროცენტი, ხოლო II კვარტალში 4.0 პროცენტი შეადგინა.

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21.6%), კავშირგაბმულობა (11.5%), სასტუმროები და რესტორნები (8.7%), დამამუშავებელი მრეწველობა (8.0%), საფინანსო საქმიანობა (6.8%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6.3%).

მიმოხილვაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სახელმწიფო ვალის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების შესრულების პარამეტრებზე. მან უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი მიმოხილვა.

გალერეა

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2017 წლის 14 სექტემბერი