სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შალვა გოგოლაძეს მოუსმინეს

02 ივნისი 2020
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შალვა გოგოლაძეს მოუსმინეს

2019 წელს მიღწეული სპორტული შედეგების, აგრეთვე ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში განხორციელებული საქმიანობისა და პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემომიტეტის სხდომაზე ინფორმაცია წარმოადგინა. 

„კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილე მოვიწვიეთ, რათა საზოგადოებას, მითუმეტეს სპორტის გულშემატკივრებს, გავაცნოთ თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპისთვის საქართველოში. მსოფლიო გამოწვევაა და შესაბამისად, დაზარალდა სპორტის მიმართულებები. მიმაჩნია, რომ იმის ასანაზღაურებლად რაც მანამდე იყო, ბევრი შრომა მოგვიწევს. იცით, რომ წინა წელს კარგი შედეგები გვქონდა და წლიდან წლამდე იზრდებოდა ეს შედეგები“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა სხდომის დასაწყისში.

მინისტრის მოადგილემ ინფორმაციის წარდგენისას, კომიტეტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც იგი წლების განმავლობაში სპორტისთვის ახორციელებს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამაყობთ, ვზეიმობთ იმით, რომ საქართველოს სპორტს უნიკალური წარმატებები აქვს და ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია ისეთ შედეგებს, როგორიც ქართულ ისტორიას არასდროს ჰქონია და ამ ისტორიის შექმნის უდიდესი ნაწილი ამ კომიტეტის მხარდაჭერით, ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში მოხდა“, - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად მიმოიხილა 2019 წლის განმავლობაში მიღწეული სპორტული შედეგები და 2020 წლის, ოლიმპიური წლის მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, წლის დასაწყისში საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრულ მზაობაში იყო წარმატებული გამოსვლები ჰქონოდა ოლიმპიურ თამაშებში, მაგრამ ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, ამ კუთხით გარკვეული პრობლემები შექმნა.

„ისევე როგორც ჩვენ, ასევე მთელი მსოფლიო, სამწუხაროდ, მარტის თვიდან იძულებული გახდა გაგვეჩერებინა სპორტი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შალვა გოგოლაძემ პოსტკრიზისულ პერიოდში სპორტის განვითარების მიმართულებებზე, სპორტსმენთა შეკრებებსა და ვარჯიშების დაწყების ეტაპებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ექსპერტების ჩართულობით მომზადებული პროტოკოლის შესრულებაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა შეაფასეს.

პოსტკრიზისულ პერიოდში სპორტის სახეობების განვითარების შესახებ მოსაზრებები ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა, პარლამენტის წევრმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გამოთქვეს.

„პანდემიის პერიოდში ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კრიზისიდან ჩვენ შესაძლებლობები მოვძებნოთ და ყველამ, ჩვენ ჩვენი პროფესიებიდან გამომდინარე, ეს შესაძლებლობები ვიპოვოთ. სამინისტროს მადლობას ვუხდით წარმოდგენილი მოხსენებისთვის, ჩვენი კი, მზად ვართ ზედამხედველობა გავუწიოთ ამ პროცესს და მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა სხდომის დასასრულს.

გალერეა

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე შალვა გოგოლაძეს მოუსმინეს, 2020 წლის 2 ივნისი