კომიტეტის სტრატეგია

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა


საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,  მიმდინარეობს  კომიტეტის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.  დღეისათვის ჩატარდა ახალგაზრდული და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის საბაზისო მონაცემების კვლევა, რომლის საფუძველზე შემუშავდა კომიტეტის სტრატეგიის პროექტი.

სტრატეგია ემსახურება მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას, შესაძლებლობათა განვითარებასა და სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში კომიტეტის პროაქტიულ მონაწილეობას. საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდგომ, კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა (2018-2020 წწ) 2018 წლის დასაწყისში კომიტეტის მიერ დამტკიცდება.

ამჟამად კომიტეტი იწყებს სფეროში ჩართულ პირებთან კომიტეტის სტრატეგიული მიმართულებების, ამოცანებისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ საჯარო განხილვებს. 7 დეკემბერს ქ. წყალტუბოში ჩატარდა პირველი საჯარო ღონისძიება, რომელსაც იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო დისკუსიები მოეწყობა დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში.

სტრატეგიის პროექტი

სტრატეგიის პროექტში წარმოდგენილია კომიტეტის ხედვა, მიზნები და ამოცანები. პროექტი აერთიანებს 4 მიზანს და 14 ამოცანას, რომელთა წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს კომიტეტის უფრო გამართულ და შედეგიან მუშაობას, ასევე კოორდინირებულ მოქმედებას აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან.

იხილეთ სტრატეგიის პროექტი და სხვა მასალები:


გვაცნობეთ თქვენი პოზიცია

საჯარო განხილვების ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა აქვთ სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტს წარუდგინოს კომენტარები, შენიშვნები, წინადადებები შემდეგ ელ. ფოსტაზე:  csy@parliament.ge

წინადადებებისა და კომენტარების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით,
ტელ.: (995 32) 228 15 17