საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია 2020-2030 წლებისთვის (პროექტი)

 

დოკუმენტის პროექტი შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ გაეროს სააგენტოების (UNFPA, UNICEF, UNDP, UNIDO, ILO) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, ასევე  კომიტეტთან შექმნილი ,,ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის“ აქტიური ხელშეწყობით.

 კონცეფციის დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა სხვადასხვა კვლევების ჩატარება,  საქართველოს 12 თვითმმართველ ერთეულში 300-მდე ახალგაზრდასთან (19-29 წლის) ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრები, ასევე 1400-მდე მოზარდის (14-18 წლის) ელექტრონული გამოკითხვა, რომლის შედეგები გათვალისწინებულია კონცეფციაში. ამასთან ერთად, დოკუმენტში ასახულია, სსიპ ,,ახალგაზრდული სააგენტოს“, სამოქალაქო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები.

 საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მოგმართავთ თხოვნით, ,,საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია 2020-2030 წლებისთვის“ დოკუმენტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოგვაწოდოთ მოსაზრებები და კომენტარები ა.წ.  1 ივნისამდე შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

 ელ.ფოსტა: [email protected]

კომიტეტის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/sportiskomiteti
ტელეფონი: +995 32 228 15 17 (თბილისი) 

წარმოდგენილი მოსაზრებები განიხილება და შესაბამისად ასახული იქნება დოკუმენტის პროექტში, რომელიც ივნისის თვეში წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.