empty

2 მარტი


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

2020 წელი 2 მარტი, 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534
(C კორპუსი, V სართული)

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები (07-2/447; 19.02.2020) სავალდებულო დასკვნა;
მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/445; 04.02.2020) სავალდებულო დასკვნა;
მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - მიხეილ სარჯველაძე;

3. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება „კავკასიის არწივის“ შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი (07-2/440; 31.01.2020) წამყვანი კომიტეტი;
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - რატი ბრეგაძე;

4. საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ (07-2/439; 23.01.2020) წამყვანი კომიტეტი;
მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - რატი ბრეგაძე;

5. საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/434; 18.02.2020) სავალდებულო დასკვნა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გია ჟორჟოლიანი.